Thumbnail

ვალენსიის მორიგი პრობლემა - კავანის ტრავმა შესაძლოა, სერიოზულია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ვალენსიაში შიშობენ, რომ ედინსონ კავანი 1 თვე ვერ ითამაშებს
  • ურუგვაელის გარეშე ვალენსიას შემტევი პოტენციალი ძალიან დასუსტდება

ვალენსიას პრობლემები არ აკლია და მათ კიდევ ერთი დაემატა - ედინსონ კავანის ტრავმა შესაძლოა, სერიოზული გამოდგეს.

ბილბაოს ატლეტიკთან მატჩში ურუგვაელმა ფეხბურთელმა ბარძაყის დაზიანება მიიღო, რის გამოც მოედანი მე-15 წუთზე დატოვა. ურუგვაელი თავდამსხმელი რენტგენოლოგიურ გამოკვლევას ელოდება, მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა ზუსტად რამდენი ხნის განმავლობაში იუქმებს.

Marca წერს, რომ ვალენსიას ფეხბურთელი, სავარაუდოდ, 3-4 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ამგვარად, მოლოდინი თუ გამართლდა, 35 წლის შემტევი "ლოს ჩეს" ერთი თვით გამოაკლდება, რაც ვალენსიელთათვის დიდი დანაკლისი იქნება. კავანის მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 17 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, რომ ვალენსია ლა ლიგაში 21 ტურის შემდეგ 20 ქულით გასავარდნ ზონაში მე-18 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 20 თებერვალს, სტუმრად ხეტაფესთან ჩაატარებს, რომელსაც ერთადერთი ქულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები