- ნანა ძაგნიძემ მიუნხენში 11 ტურში 6.5 ქულა მოაგროვა
- ქართველმა მოჭადრაკემ მხოლოდ 1 პარტია წააგო
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ გერმანიის ქალაქ მიუნხენში დასრულებულ გრან პრის მეორე ეტაპზე ჩინებულად ითამაშა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა დიდოსტატმა 11 ტურში 6.5 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა. ნანამ მიუნხენში 3 პარტია მოიგო, 7 ყაიმით დაასრულა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. შედეგად, ძაგნიძემ 110 ქულა და 10 ათასი ევრო გამოიმუშავა.
ტურნირის ჩემპიონი ფიდეს სახელით მოთამაშე რუსი მოჭადრაკე ალექსანდრა კოსტენიუკი გახდა 7.5 ქულით, ვერცხლის მედალი კი ინდოელ ჰამპი კონერუს ერგო – 6.5 ქულა.

საბოლოო მდგომარეობა
1. ალექსანდრა კოსტენიუკი (ფიდე) – 7.5 ქულა
2. ჰამპი კონერუ (ინდოეთი) – 7 ქულა
3. ნანა ძაგნიძე (საქართველო) – 6.5
4. ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი) – 6
5. ჟუ ჯინერი (ჩინეთი) – 5.5
6. ჟანსაია აბდუმალიკი (ყაზახეთი) – 5.5
7. ელიზაბეტ პეტცი (გერმანია) – 5.5
8. ტან ჟონგი (ჩინეთი) – 5.5 ქულა
9. მარია მუზიჩუკი (უკრაინა) – 5
10. ალინა კაშლინსკაია (პოლონეთი) – 4.5
11. ანა მუზიჩუკი (უკრაინა) – 4
12. დინარა ვაგნერი (გერმანია) – 3.5
ცნობისთვის, ქალთა გრან-პრის გათამაშებაში სულ 17 მოჭადრაკე მონაწილეობს. თითოეული ეტაპის საპრიზო ფონდი 80 000 ევროა, საიდანაც გამარჯვებულის წილად 15 000 მოდის. გრან-პრის სერიის ფარგლებში 4 ეტაპი გაიმართება, თითოეული მონაწილისთვის კი 3 ტურნირზე თამაშია სავალდებულო.
ძაგნიძისთვის ეს პირველი ეტაპი იყო და საერთო ჩათვლაში, ის, 110 ქულით მე-8 ადგილზეა, ლიდერი კოსტენიუკია (250), შემდეგ კი, ჯინერი (175), კატერინა ლაჰნო (რუსეთი, 160), ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი, 130), კონერუ (130), აბდუმალიკი (145) და ჟონგი (125) მოდიან. გრან პრის მორიგი ეტაპი მარტში ინდოეთში შედგება.
კომენტარები