Thumbnail

ვინისიუსის გარეშე - FIFPro-ს წლის გუნდის 26 ნომინანტი ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • FIFPro-ს 26 ნომინანტის სია ცნობილია, 27-ში აქედან 11 საუკეთესო დარჩება
  • ვინისიუს ჟუნიორმა კოლეგებისგან სათანადო რაოდენობის ხმები ვერ მიიღო

ფიფამ FIFPro-ს სიმბოლური გუნდის ნომინანტთა სია გამოაქვეყნა. სიაში სულ 26 ფეხბურთელია, რომელთაგანაც 11-ეული შეირჩევა. წლის სიმბოლური ნაკრები 27 თებერვალს პარიზში ცერემონიალზე გამოცხადდება. გუნდში უნდა დარჩეს მეკარე, 3 მცველი, 3 ნახევარმცველი და 3 თავდამსხმელი ყველაზე მეტი ხმით, მე-11 მოთამაშე კი (აუცილებლად მინდვრის მოთამაშე) ის იქნება, რომელიც დარჩენილთაგან ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, პოზიციის მიუხედავად.

აღსანიშნავია, რომ სიაში არის კრიშტიანო რონალდო, მაგრამ არ არის რეალის ბრაზილიელი შემტევი ვინისიუს ჟუნიორი. 26 პრეტენდენტს შორის ასევე ვერ მოხვდნენ სადიო მანე, მო სალაჰი, ჯამალ მუსიალა და სხვები. ფეხბურთელები თავად ფეხბურთელებმა შეარჩიეს, ფანების აღშფოთება განსაკუთრებით ვინისიუსის არყოფნამ გამოიწვია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადამწყვეტი როლი შეასრულა და ზოგადად ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. 

მეკარეები: ალისონ ბეკერი (ლივერპული), ტიბო კურტუა (რეალი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა).

მცველები: ჟოაო კანსელო (მანჩესტერ სიტი/ბაიერნი), ალფონსო დევისი (ბაიერნი), ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული), იოშკო გვარდიოლი (ლაიპციგი), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), თეო ერნანდესი (მილანი), ანტონიო რიუდიგერი (რეალი), ტიაგო სილვა (ჩელსი).

ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), კაზემირო (რეალი/ მანჩესტერ იუნაიტედი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ენცო ფერნანდესი (რივერ პლეიტი/ბენფიკა/ჩელსი), გავი (ბარსელონა), ლუკა მოდრიჩი (რეალი), პედრი (ბარსელონა), ფედე ვალვერდე (რეალი).

თავდამხსმელები: ქარიმ ბენზემა (რეალი), ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდი/მანჩესტერ სიტი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი/ბარსელონა), კილიან მბაპე (პსჟ), ლიონელ მესი (პსჟ), ნეიმარი (პსჟ), კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნაიტედი/ ალ ნასრი).

კომენტარები

ბოლო ამბები