- გიორგი მიქაუტაძის მეცმა ლიგა 2-ის 23-ე ტურში კანთან ქულები გაიყო
- მასპინელთა ქართველ თავდამსხმელს გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს
გიორგი მიქაუტაძის მეცმა საფრანგეთის ლიგა 2-ის 23-ე ტურში კანს უმასპინძლა და ქულას დასჯერდა - 0:0. არადა, მასპინძელთა 22 წლის ქართველმა ფორვარდმა ეფექტური გოლის გაიტანა შეძლო, თუმცა გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შედეგად, მეცს ლიდერებთან ჩამორჩენის შემცირების საშუალება არ მიეცა, თავად მიქაუტაძეს კი - ბომბარდირთა დავაში დაწინაურების.
მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, გოლი კი მე-8 წუთზე გაიტანა. გიორგიმ თანაგუნდელის ჩაწოდების შემდეგ, ბურთი სტუმართა კარში ერთი შეხებით გადაგზავნა, მაგრამ მსაჯმა საკმაოდ საკამათო სიტუაციაში მასზე თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა, რამაც თავად მეცის თავდამხმელი ძალიან გააბრაზა.

თამაშის შემდეგ არჩათვლილი გოლის გამო უკმაყოფილება მეცის მთავარმა მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმაც გამოთქვა.
"არბიტრს ის გოლი უნდა ჩაეთვალა. ვნახე კადრები და თამამად შემიძლია თქმა, რომ თამაშგარე მდგომარეობა არ ყოფილა!", - თქვა რუმინელმა სპეციალისტმა თამაშის შემდეგ.
გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის 22 მატჩში ითამაშა, 11 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ კაენთან გოლი რომ ჩათვლილიყო, მიქაუტაძე ჩემპიონატის ბომბარირთა დავაში პირველ ადგილზე გადაინაცვლებდა.
საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში გასული 23 ტურის შემდეგ, მეცს 37 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას გუნდი 18 თებერვალს, სტუმრად დიჟონთან გამართავს.
კომენტარები