- ფერარიმ ახალი სეზონის ბოლიდის პრეზენტაცია გამართა
- სკუდერიაში ფიქრობენ, რომ ტიტულის მოპოვება შეუძლიათ
ბევრი ფოლკლორი და დიდი იმედები: ფერარიმ ფორმულა 1-ის სეზონის წინ თავისი ახალი ბოლიდი ვალენტინობაზე წარმოადგინა. სკუდერიაში თამამად ამბობენ, რომ 2023 წელს, ბოლოს და ბოლოს კრიზისული პერიოდის დასრულება და ტიტულის დაბრუნება სურთ.
SF-23 იტალიელებმა მარანელოში, ასობით ტიფოზის თვალწინ წარადგინეს, რის შემდეგაც ბოლიდმა რამდენიმე საჩვენებელი წრეც გაიარა. მის საჭეს პირველად, რა თქმა უნდა, შარლ ლეკლერი მიუჯდა, მერე კი მისი თანაგუნდელი კარლოს საინსი.
“ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველი,” - განაცხადა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ლეკლერმა, - ორი ურთულესი წლის შემდეგ, 2022 უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მეორე ადგილი დავიკავეთ. ბოლიდის სისუსტეებზე ვიმუშავეთ ახლა ტიტული გვინდა.”
თუ ფერარი ტიტულს წელსაც ვერ მოიგებს, უკვე 15 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ბოლოჯერ იზეიმა ჩემპიონობა. 2008 წელს ფერარიმ კონსტრუქტორთა თასი მოიგო, 2007 წელს კი კიმი რაიკონენი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
გუნდის ახალი შეფი ფრედ ვასიორია, რომელმაც მატია ბინოტო შეცვალა. მისი თქმით, გუნდის დევიზი ასეთი უნდა იყოს: “Ferrari First” (ჯერ ფერარი). ამით ის იმას გულისხმობს, რომ სულერთია, რომელი პილოტი იქნება ბოლოს წინ. შარშან ლეკლერმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა (რედ ბული) დიდი უპირატესობით აჯობა.
კომენტარები