Thumbnail

კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ცრვენა ზვეზდაში? სერბეთის ჩემპიონს გიორგი მიქაუტაძე დაუკავშირეს.

espreso.co.rs Telegraf-ზე დაყრდნობით წერს, რომ ბელგრადელთა ინტერესის სფეროში მეცის 22 წლის ფეხბურთელი მოხვდა. გამოცემა კონკრეტულ დეტალებზე არ წერს. თუმცა, იტყობინება, რომ ცრვენა ზვეზდაში მომდევნო სეზონისთვის დიდ მიზნებს ისახავენ, კერძოდ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას, ამიტომაც, ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას აპირებენ, რაზეც მუშაობა უკვე დაიწყეს.

მიქაუტაძემ ნოემბერში მეცთან ახალი კონტრაქტი გააფორმა 2026 წლის ზაფხულამდე. მიმდინარე სეზონს ქართველი თავდამსხმელი კარგად ატარებს და ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია 11 გოლით, საფრანგეთის თასის ჩათვლით კი 12 გოლი აქვს გატანილი, გარდა ამისა, 6-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ იტალიურმა მედიამ უდინეზესა და ჯენოასაც დაუკავშირა. რაც შეეხება ცრვენა ზვეზდას, სერბულ გუნდში საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი თამაშობს, რომელიც ბელგრადში დინამო ბათუმიდან გასულ ზაფხულს გადავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები