Thumbnail

Pubg Mobile | როგორ მოიგო ALPI-მ ევროპაბეთის ზამთრის თასი

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი

16 გუნდი, 64 მოთამაშე - “ევროპაბეთის ზამთრის თასის” ყველაზე მასშტაბური სახეობა Pubg Mobile იყო. ქართული eSports-ის სცენაზე ALPI დომინაციას აგრძელებს, კლანმა WINTER CUP ზედიზედ მეორედ მოიგო და ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდება შეინარჩუნა. 

გრანდ ფინალი მარათონული გამოდგა. გუნდებმა ჩემპიონის გამოსავლენად 6 “მაპი” ითამაშეს, ალპიმ 41 ქულა “მკვლელობებიდან” და 53 “ადგილის ქულიდან” მოიპოვა, შესაბამისად, კლანი 94 ქულით “ევროპაბეთის ზამთრის თასის” გამარჯვებული გახდა. მეორე ადგილზე UNION POWER (59 ქულა) გავიდა, ხოლო მესამეზე ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის გუნდი KZ ESPORTS (57 ქულა). 

APLI-მ ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდება შეინარჩუნა

გრანდ ფინალის MVP გიორგი ქერელაშვილი გახდა (ALPI). Pubg Mobile-ს საპრიზო ფონდი 20 000 ლარს შეადგენდა და 4 გუნდზე გადანაწილდა, აქედან ჩემპიონმა 8000 ლარი მიიღო. 

პირველი რუკა: KZ ESPORTS (22 ქულა), PENGUINS (20 ქულა), DIGITAL MIND (14 ქულა), CLAN 13 (12 ქულა).

მეორე რუკა: PENGUINS (33 ქულა),  KZ ESPORTS (27 ქულა), FOM (25 ქულა), ALPI (24 ქულა).

მესამე რუკა: ALPI (41 ქულა), PENGUINS (35 ქულა), FOM (34 ქულა), MOST WANTED (30 ქულა).

მეოთხე რუკა: ALPI (48 ქულა), CLAN 13 (46 ქულა), UNION POWER (45 ქულა), TMANBU (38 ქულა). 

მეხუთე რუკა: ALPI (66 ქულა), TWENTY NINE (51 ქულა), UNION POWER (50 ქულა), CLAN 13 (47 ქულა).

მეექვსე რუკა - საბოლოო შედეგები: ALPI (94 ქულა), UNION POWER (59 ქულა), KZ ESPORTS (57 ქულა), TWENTY NINE (56). 

კომენტარები

ბოლო ამბები