Thumbnail
  • ახილეასი 80:103 ანორთოსისი
  • ქართველი კალათბურთელი მოედანს დაუბრუნდა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი დუდა სანაძე მცირე პაუზის შემდეგ (წინა ტურის თამაში გამოტოვა) მოედანს დაუბრუნდა და გუნდის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა.

სანაძის ანორთოსისი მორიგ მატჩში ნიქოზიის ახილეასს ესტუმრა და 103:80 იმარჯვა, ქართველმა ლეგიონერმა კი 30 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

დუდა სასტარტო ხუთეულში იყო და 35:52 წუთში 12-დან 6 ორქულიანი, 10-დან 4 სამქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. 

ქართველი ლეგიონერის მოედანზე ყოფნის პერიოდში ანორთოსისმა მეტოქეზე 19 ქულით მეტი ჩააგდო და ეს, მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო, სანაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 23-ს გაუტოლდა (გუნდში მე-2 შედეგი).

დუდას კლუბმა 8 მოგება და 9 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი უკვე 11 მარტს ერთ-ერთ აუტსაიდერ პარალიმნისთან ჩაატარებს.

ეს, სანაძისთვის ბოლო საკლუბო თამაში იყო თებერვლის სანაკრებო ფანჯრამდე. შეგახსენებთ, რომ უკვე ხვალ შეკრებას იწყებს საქართველოს ეროვნული გუნდი, რომელსაც მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ელის და ნაკრებში დუდაც არის გამოძახებული.

კომენტარები

ბოლო ამბები