Thumbnail

ესპანეთთან შემადგენლობა ცნობილია - ბორჯღალოსნები პირველი ადგილისთვის იბრძვიან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 📅 18 თებერვალი | ⌚ 22:00 | 🏟 ტოლერავეგა | 🏉 ესპანეთი V საქართველო | 📺 Rugby TV
  • მერაბ შარიქაძე ნაკრებს უბრუნდება და ესპანეთთან კაპიტანი იქნება

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 18 თებერვალს ესპანეთში ტოლერავეგაში გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურის ეგიდით შედგება.

ლევან მაისაშვილმა ძირითად შემადგენლობაში მერაბ შარიქაძე დააბრუნა, რომელსაც დისკვალიფიკაცია მოეხსნა. ამ მატჩში კაპიტნის სამკლავურს სწორედ ის მოირგებს. საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 10 ქულა აქვს და ესპანეთს ერთი ქულით უსწრებს. ორივე ნაკრებს 2-2 მოგება აქვს და პირველადგილოსნის ბედი ტოლერავეგაში გადაწყდება.

საქართველო ესპანეთთან

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 38 კეპი, 307 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი ცუცქირიძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია

სათადარიგოები: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. სერგო აბრამიშვილი, 18. გურამ პაპიძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 3 კეპი, 28 ქულა), 23. დემე თაფლაძე

კომენტარები

ბოლო ამბები