- ბარსელონამ და მანჩესტერ იუნაიტედმა 4-გოლიანი თრილერი შემოგვთავაზეს
- შახტარმა რენს მოუგო, ზალცბურგმა - რომას
- საპასუხო მატჩები 23 თებერვალს გაიმართება
რანგით მეორე ევროთასი, ევროპალიგა 1/16 ფინალის სუპერდაპირისპირებით განახლდა - "კამპ ნოუზე" ბარსელონამ მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა და 2:2 ეთამაშა.

პირველ ტაიმში ბარსამ ტრავმის გამო ახალგაზრდა ლიდერი პედრი დაკარგა, 41-ე წუთზე მან თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. 50-ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებული მარკოს ალონსომ თავურით გოლად აქცია, რომელიც ახლახან გარდაცვლილ მამას უძღვნა. სამ წუთში იუნაიტედმა მარკუს რაშფორდის გოლით უპასუხა, ტერ შტეგენმა ძალიან მახვილი კუთხიდან გაუშვა. ინგლისელები იმავე რაშფორდის მოწადინებით დაწინაურდნენ, თუმცა 76-ე წუთზე რაფინიამ გათანაბრება შეძლო (ლევანდოვსკი ბურთს არ შეხებია) – 2:2. საპასუხო მატჩის წინ უკვე მანჩესტერ იუნაიტედია ფავორიტი.
ევროპალიგა. 1/16 ფინალი. I მატჩები
ბარსელონა 2:2 მანჩესტერ იუნაიტედი
გოლები: 1:0 მარკოს ალონსო (50. რაფინიას პასით), 1:1 რაშფორდი (53. ფრედის პასით), 1:2 კუნდე (59-ავტოგოლი), 2:2 რაფინია (76. კუნდეს პასით)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - კუნდე, არაუხო, ალონსო (66. კრისტენსენი), ალბა (67. ბალდე) - პედრი (41. სერხი რობერტო), ფ. დე იონგი, კესიე (67. ფატი) - რაფინია (83. ფერან ტორესი), ლევანდოვსკი, გავი
მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - ვაბ-ბისაკა, ვარანი, შოუ, მალაკია - კაზემირო, ფრედი - სანჩო (82. გარნაჩო), ბრუნო ფერნანდეში, რაშფორდი - ვეგჰორსტი.
ზალცბურგი 1:0 რომა
გოლი: 1:0 კაპალდო (88. პავლოვიჩის პასით)
შახტარი 2:1 რენი
გოლები: 1:0 კრისკივი (11. მიხაილიჩენკოს პასით), 2:0 ბონდარენკო (45+1-პენალტი), 2:1 ტოკო-ეკამბი (59. დოკუს პასით)
კომენტარები