- ფრენბურთის ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშეს ავლენენ
- 4 ნომინანტს შორის ქართველი ანა კალანდაძეა, რომელიც პოლონურ კლუბში თამაშობს
ქართველ ფრენბურთელ ანა კალანდაძეს კარგი შანსი აქვს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშე გახდეს.
ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობს, რომელშიც ხმის მიცემა ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია. ჯგუფური ეტაპის MVP-ის პრეტენდენტები ანას გარდა, იზაბელ ჰააკი, ჯორდან ტომპსონი და ვიტა აკიმოვა არიან.

ამ დროისთვის 24 წლის ქართველი ფრენბურთელი გამოკითხვას საკმაოდ დამაჯერებლად ლიდერობს, ხოლო მე-2 ადგილზე აკიმოვაა. კალანდაძე პოლონური კლუბის, დოლინა ჟეშუვის რიგებში თამაშობს. მან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თავის გუნდს 95 ქულა მოუტანა, საიდანაც 11 ეისით, 8 კი ბლოკით დააგროვა.
ანა კალანდაძეს კარიერის განმავლობაში პოლონურ ლოძში, ბერძნულ მარკოპულოში, თურქულ სამსუნსპორსა და ანკარაში აქვს ნათამაშები. რაც შეეხება ხმის მიცემას, თქვენი აზრის დაფიქსირება მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ.
კომენტარები