Thumbnail

მოგება ორ სეტში - ბასილაშვილი დოჰას ტურნირის კვალიფიკაციის ფინალშია

  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:3, 7:5 ჯემ ილკელი
  • ქართველ ჩოგბურთელს ტურნირის ძირითად ბადემდე ერთი მოგება აშორებს  

ნიკოლოზ ბასილიშვილმა დოჰას ტურნირის (Qatar ExxonMobil Open) საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა, სადაც ვიცე-ჩემპიონის რანგში წარსდგა, გამარჯვებით დაიწყო. 30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა (ATP: 84) თურქ ჯემ ილკელს (ATP: 279) განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე აჯობა და ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად ერთი გამარჯვება აშორებს.

შეხვედრა საათაა და 27 წუთს გაგრძელდა. ნიკამ 2 ეისი მოაწოდა, დაუშვა 3 ორმაგი შეცდომა და 8-იდან 4 ბრეიკ-პოინტის რეალიზება მოახერა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 19 თებერვალს, საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში 29 წლის ბრიტანელ ლიამ ბროდის შეხვდება, რომელიც რეიტინგში 140-ეა. ბასილაშვილსა და ბროდის აქამდე არასდროს უთამაშითა, გამარჯვების შემთხვევაში კი ნიკა ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს, რომელიც სტარტს 20 თებერვალს აიღებს. 

2021 წელს ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის გამარჯვებული გახდა 

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს კატარული ტურნირი 2021 წელს მოგებული აქვს, შარშან კი ფინალი ითამაშა. ორივე შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები