- ბასილაშვილი 4:6, 3:6 ბროადი
- ქართველმა ჩოგბურთელმა 12-დან მხოლოდ 1 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (1 485 775 დოლარი) ძირითად ბადეში ვერ გავიდა.
შეგახსენებთ, რომ კვალიფიკაციაში პირველ ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა საწყის რაუნდში თურქი ჩემ იკელი 6:3, 7:5 დაამარცხა, გადამწყვეტ რაუნდში კი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ლიამ ბროადის ვერ გაუმკლავდა – 4:6, 3:6.
თამაში საათსა და 36 წუთს გაგრძელდა და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ნიკა უშანსოდ იყო, თუმცა, 12 ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ 1 (!) გამოიყენა, თავად კი მოწოდება 3-ჯერ წააგო. ქართველ ჩოგბურთელს ეისი არ მოუწოდებია და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს კატარული ტურნირი 2021 წელს მოგებული აქვს, შარშან კი ფინალი ითამაშა. ორივე შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იყო.
კომენტარები