Thumbnail
  • ფაბრიციო რავანელი ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ტანდემით აღტაცებულია
  • ვეტერანი ფეხბურთელის აზრით, ჩემპიონთა ლიგაში ნაპოლის სხვა გუნდებს უნდა ეშინოდეთ

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ფაბრიციო რავანელიმ თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენთან ერთად თავდასხმაში სიამოვნებით ითამაშებდა. იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ მათთან ერთად ძალიან ბევრ გოლს გაიტანდა.

"მომწონს ოსიმენის ფიზიკური სიძლიერე და მონდომება. ის ბურთს არასდროს თმობს. ნამდვილად ვფიქრობ, რომ ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. მასთან და კვარასთან ერთად შემტევ ტრიოში თამაშით მეც ძალიან ვისიამოვნებდი და ბევრ გოლს გავიტანდი", - თქვა რავანელიმ.

კვარა-ოსის ტანდემი დამანგრეველია

ვეტერანმა თავდამსხმელმა აღნიშნა, რომ ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია, ტურნირის, რომლის ფინალში გოლი გაუტანია და ტურნირი მოგებულიც აქვს (1996 წელს იუვენტუსის შემადგენლობაში): "ნაპოლის ვუსურვებ, რომ სერია A-ში, რაც შეიძლება მალე დახუროს საჩემპიონო რბოლა, რათა შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ფოკუსირება უკეთ შეძლოს. ამ ტურნირზე "აძურის" ყველას წინააღმდეგ თამაში შეუძლია, თუნდაც დიდი გუნდების, მათ ეს უკვე აჩვენეს ჯგუფურ ეტაპზე შესანიშნავი ასპარეზობით. უფრო მეტიც, მათ არავის უნდა ეშინოდეთ, პირიქით, ალბათ, სხვებს უნდა ეშინოდეთ ნაპოლის".

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია A-ს 23 ტურის შემდეგ 15-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი ფრანკფურტის აინტრახტს შეხვდება, 21 თებერვალს, სტუმრად.

კომენტარები

ბოლო ამბები