Thumbnail
  • იკერ კასილიასმა და ჟერარ პიკემ პირდაპირ ეთერში იკამათეს
  • კასილიასი ფიქრობს, რომ ბარსელონას მსაჯები მფარველობდნენ

ესპანური ფეხბურთის ლეგენდებმა, იკერ კასილიასმა და ჟერარ პიკემ Twitch-ის პირდაპირ ეთერში იკამათეს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ კასილიასმა სტუდია დატოვა.

საქმე ეხებოდა მსაჯებს, უფრო კონკრეტულად კი, ბარსელონასა და რეალის მიმართ მათი მხრიდან სიმპათიებს. იკერს თავისი არგუმენტები ჰქონდა, პიკეს - თავისი. ფაქტია, რომ ისინი ერთ აზრზე ვერ შეჯერდნენ:

კასილიასი: "ჟერარ, წლების განმავლობაში ჩუმად უნდა იყო! ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქურდობაა, რაც ადამიანებმა ფეხბურთში ნახეს".

პიკე: "საუბარი თუ მართლა გვინდა, მაშინ უნდა ვთქვათ, რა მოხდა ჩემპიონთა ლიგაზე, რეალს ყველა მხრიდან ეხმარებოდნენ, სხვას არაფერს ვიტყვი. ჩვენ კი, სწორედ იმ წლებში ჩემპიონობა დავკარგეთ „კამპ ნოუზე“, როცა ატლეტიკოსთან სუფთა გოლი არ ჩაგვითვალეს".

კასილიასი: "გუნდმა ორი წელი გაატაროს პენალტის ან წითელი ბარათის გარეშე, უბრალოდ წარმოუდგენელია".

შეგახსენებთ, რომ ბარსელონას ლა ლიგის საარბიტრაჟო სამსახურის ვიცე-პრეზიდენტის მოსყიდვა და მისთვის 1.4 მილიონი ევროს გადახდაში ადანაშაულებენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები