Thumbnail

ფრენბურთი | ანა კალანდაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის MVP გახდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ფრენბურთელმა ხმების 41% მიიღო
  • მან რუს, შვედ და ამერიკელ ფრენბურთელებს აჯობა

ქართველი ფრენბურთელი ანა კალანდაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა.

გამოკითხვა დღეს დასრულდა და ქართველმა ლეგიონერმა 23 221 ხმა მიიღო (41%). კალანდაძემ რუს ვიტა აკიმოვას, შვედ ისაბელ ჰააკსა და ამერიკელ ჯორდან ტომპსონს აჯობა.

24 წლის კალანდაძე პოლონური კლუბის დოლინა ჟეშუვის რიგებში თამაშობს. მან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გუნდს 95 ქულა მოუტანა, საიდანაც 11 ეისით, 8 კი ბლოკით დააგროვა.

ანა კალანდაძე კარიერის განმავლობაში პოლონური ლოძის, ბერძნულ მარკოპულოს, თურქულ სამსუნსპორისა და თურქული ანკარაშის ღირსებასაც იცავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები