- ანორთოსისში ტრავმირებული გიორგი ლორიას მდგომარეობაზე ისაუბრეს
- საქართველოს ნაკრების 37 წლის მეკარემ შესაძლოა მომავალ ტურში ითამაშოს
- მოედნიდან გაიყვანეს - ლორიას ტრავმა სერიოზული ჩანს
საქართველოს ნაკრებისა და ანორთოსისის მეკარე გიორგი ლორია, რომელიც კვიპროსის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში ნეა სალამინასთან დაშავდა და შესაცვლელი გახდა, მძიმე ტრავმას გადაურჩა და შესაძლოა, მომავალი ტურის შეხვედრაში მოედანზე გავიდეს კიდეც.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის გოლკიპერმა დაზიანება 9 თებერვალს გამართულ შეხვედრაში, 75-ე წუთზე მიიღო. გიორგის მიწაზე ფეხის დადგმაც კი უჭირდა და ის მოედნიდან ელექტრომობილით გაიყვანეს. ისე ჩანდა, რომ ტრავმა სერიოზული იყო.

საბედნიეროდ, ცუდი მოლოდინი არ გამართლდა. ლორიამ ანორთოსისის ორი მატჩი კი გამოტოვა, მაგრამ როგორც კვიპროსული კლუბის პრესსამსახურის წარმომადგენელმა დიმიტრის ხრისტოფორუმ მედიასთან განაცხადა, ქართველი მეკარე მწყობრშია და შანსი აქვს, მომავალ მატჩში აელ ლიმასოლთან ითამაშოს კიდეც.
ანორთოსისი კვიპროსის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩს აელ ლიმასოლთან 25 თებერვალს გამართავს. გიორგი ლორიას გუნდს 24 მატჩში 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციას იკავებს.
გიორგი ლორიამ მიმდინარე სეზონში ანორთოსისის კარი კვიპროსის ჩემპიონატისა და თასის გათამაშების 21 მატჩში დაიცვა, გაუშვა ამდენივე გოლი, 7 თამაშში კი კარი მშრალად შეინახა.
კომენტარები