Thumbnail

ბაკურიანი 2023 | სნოუბორდის პარალელურ სლალომში იტალიელებმა იმარჯვეს

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე
  • უამინდობამ მსოფლიოს ჩემპიონატის განრიგში ცვლილებები შეიტანა
  • დღეს გამართული დისციპლინის ფინალში იტალიელებმა ავსტრიელებს აჯობეს 

უამინდობის გამო, ბაკურიანში დღეს დაგეგმილი ორი დისციპლინის ფინალური ეტაპის ნაცვლად, მედლები ერთში გათამაშდა. ძლიერი ქარის გამო, ტრასაზე გასვლა არეალსის ფინალური ბლოკის მონაწილეებმა ვერ შეძლეს.

რაც შეეხება სნოუბორდის პარალელური სლალომის შერეულ გუნდურ შეჯიბრს, ასპარეზობაში მონაწილეობა 13 ქვეყნის 48 სნოუბორდერმა მიიღო.

სნოუბორდის პარალელური სლალომის შერეული გუნდური შეჯიბრის კვარცხლბეკი

საბოლოოდ, გამარჯვება იტალიის მეორე გუნდს დარჩა. აპენინელების წყვილმა აარონ მარჩისა და ნადაი ოშნერის შემადგენლობით ავსტრიელების პირველ გუნდს (ანდრეას პრომეგერი და საბინ შოეფმანი) აჯობეს. ბრინჯაოს მედლები შვეიცარიის პირველმა ნაკრებმა დაისაკუთრა, რომელმაც იტალიის პირველი ნაკრები დაამარცხა. 

დღესვე დიდველის ტრასაზე სლოუფსთაილისა და სკი კროსის სპორტსმენებმა, მათ შორის ქართველმა მოთხილამურეებმა: დავით თედიაშვილმა, ლაშა კურტანიძემ, ბექა ბერძენიშვილმა, ნიკა ელოშვილმა და ლუკა ჩოფიკაშვილმა ივარჯიშეს. ხვალ ბაკურიანში არეალსის ფინალური ბლოკის გარდა სკი კროსის საკვალიფიკაციო გამოსვლებიცაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები