Thumbnail

სამხრეთამერიკული ტურნე - შავი ლომი ურუგვაიში 5 მატჩს გამართავს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • შავი ლომი სამხრეთამერიკულ ტურნეში 5 შეხვედრას გამართავს
  • ქართული სარაგბო ფრენჩაიზი ტიტულის მოსაპოვებლად არ იბრძოლებს

რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი ''შავი ლომი'' შეიკრებება და სამხრეთამერიკული ტურნესთვის მოემზადება.

სამხრეთამერიკული ტურნე 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების ნაწილია. ''შავი ლომი'' აპრილსა და მაისის დასაწყისში ამერიკის სუპერლიგის მონაწილეებთან კონკურს გარეშე ხუთ შეხვედრას გამართავს, ქართული ფრენჩაიზი ტურნირში არ ჩაერთვება და თასის მოსაპოვებლად არ იბრძოლებს.

სამხრეთამერიკის სუპერ ლიგა 2019 წელს დაარსდა, თუმცა პირველი ტურნირი მხოლოდ 2021 წელს  ჩაატარეს და მასში არგენტინის, ურუგვაის, ბრაზილიის, ჩილეს, კოლუმბიისა და პარაგვაის პროფესიული ფრენჩაიზები იღებდნენ მონაწილეობას. პირველი გათამაშების გამარჯვებული არგენტინული ‘ხაგუარეს XV’ გახდა, ხოლო 2022 წლის ტურნირი ურუგვაის პენიაროლმა მოიგო.

თვენახევრის განმავლობაში შავი ლომი ურუგვაიში, მონტევიდეოში შეიკრიბება და ხუთიდან ოთხ თამაშს ''შარუაზე'' გამართავს, რომელიც 1984 წელს აშენდა, რეკონსტრუქცია 2018 წელს ჩაუტარდა და 11 226 მაყურებელს იტევს. იქნება ერთობლივი ვარჯიშები ადგილობრივ ფრენჩაიზთან, რომლის შემადგენლობის 90% ურუგვაის ნაკრებს წარმოადგენს.

შავი ლომის’ სამხრეთ ამერიკული ტურნეს განრიგი

9 აპრილი. მონტევიდეო. ''შარუა''

შავი ლომი (საქართველო) – დოგოს XV (არგენტინა)

14 აპრილი. მონტევიდეო. ''შარუა''

შავი ლომი (საქართველო) – სელკნემ (ჩილე)

21 აპრილი. ბუენოს აირესი. ''კასა პუმას''

შავი ლომი (საქართველო) – პამპას (არგენტინა)

28 აპრილი. მონტევიდეო. ''შარუა''

შავი ლომი (საქართველო) – Sudamerica Rugby XV

6 მაისი. მონტევიდეო. ''შარუა''

შავი ლომი (საქართველო) – პენაროლ (ურუგვაი)

კომენტარები

ბოლო ამბები