Thumbnail
  • ინტერი 1:0 პორტუ | ლუკაკუმ პორტუს 86-ე წუთზე გაუტანა
  • ყველაფერი ორ კვირაში დრაგაოზე გადაწყდება

მერვედფინალური ეტაპის წილისყრის შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ ამ წყვილს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავდა და ''სან სიროზე'' გამართულმა პირველმა შეხვედრამ ეს დაადასტურა. სიმონე ინძაგიმ რომელუ ლუკაკუ სათადარიგო სკამზე დატოვა და პორტუს ჯეკო-მარტინესის დუეტით შეუტია, რაც აღმოჩნდა, რომ შეცდომა იყო.

მე-17 წუთამდე შეხვედრაში სახიფათო მომენტი არ შექმნილა. ინტერმა კარში პირველად ზუსტად ამ დროს დაარტყა, ჰაკან ჩალჰანოღლუს ძლიერი დარტყმა დიოგო კოშტამ მოიგერია. ''ნერაძური'' ბურთს აკონტროლებდა, ხოლო სტუმრები ძირითადად კონტრშეტევებზე თამაშს ცდილობდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში პორტუს შეტევის შემდეგ ინტერი გადარჩა, გრუიჩის დარტყმა ონანამ მოიგერია, გალენომ კი დამატებაზე კარს ააცილა.

41-ე წუთზე შეხვედრაში სიტუაცია დაიძაბა, დარმიანი პორტუს საჯარიმოში წაიქცა, ონანამ ბურთი აუტში გადააგდო, ხოლო ოტავიომ ინტერს ბურთი არ დაუბრუნა. ფეხბურთელებმა კამათი დაიწყეს, მსაჯმა ოტავიოსა და დი მარკოს ყვითელი ბარათები უჩვენა. პირველი ტაიმის დამატებულ დროში ბასტონიმ პორტუს კარისკენ დაარტყა და დიოგო კოშტამ კიდევ ერთი საოცარი სეივი შეასრულა - 0:0.

ნიკოლო ბარელა და რომელუ ლუკაკუ მოგებას ზეიმობენ

პორტუმ მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო. კონსეისაოს ფეხბურთელებმა 3-წუთიან მონაკვეთში ინტერის კარში ზუსტად 3-ჯერ დაარტყეს და სამივე შემთხვევაში ონანამ ბრწყინვალედ ითამაშა. მან მეჰდი ტარემის ურთულესი დარტყმები მოიგერია. პორტუ უტევდა და ინტერს ძირითადად თავის დაცვა უწევდა.

78-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ოტავიო გაააგდო, რომელმაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. სიმონე ინძაგის გუნდმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და შეხვედრის 86-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ ნერაძური დააწინაურა - 1:0. ბელგიელ ფეხბურთელს ორ წუთში მომენტი კიდევ ჰქონდა, თუმცა ამჯერად პორტუს მეკარემ აჯობა.

სიმონე ინძაგის გუნდმა პორტუს 1:0 მოუგო. ყველაფერი ორ კვირაში დრაგაოზე გადაწყდება, სადაც პორტუ იქნება მასპინძელი და პირველივე წუთებიდანვე ეცდება ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას. აღსანიშნავია, რომ პირველად ჩემპიონთა ლიგაზე, სამმა იტალიურმა გუნდმა მოიგო ერთი და იმავე ეტაპის პირველი მატჩი.

ინტერი 1:0 პორტუ

გოლები: 1:0 ლუკაკუ (86)

ინტერი (3-5-2): ონანა - ბასტონი, აჩერბი, შკრინიარი (დუმფრისი 81') - დი მარკო (გოსენსი 58'), მხითარიანი (ბროზოვიჩი 72'), ჩალჰანოღლუ, ბარელა, დარმიანი - ჯეკო (ლუკაკუ 58'), მარტინესი

პორტუ (4-4-2): კოშტა - ზაიდუ, მარკანო, პეპე, ჟოაო მარიო (ბორხესი 90+2') - გალენო (ევანილსონი 51'), გრუიჩი, ურიბე, ოტავიო - პეპე, ტარემი (ვენდელი 83')

კომენტარები

ბოლო ამბები