Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში ლაიპციგმა და მანჩესტერ სიტიმ ფრედ ითამაშეს - 1:1. გთავაზობთ ორივე გუნდის მწვრთნელების კომენტარებს:

მარკო როზე (ლაიპციგის მწვრთნელი): "ორი ძალიან განსხვავებული ტაიმი ვნახეთ. ჩვენ უბრალოდ არ ვიყავით მოედანზე პირველ ტაიმში. ბურთს დავდევდით, როცა ხელში ჩაგვივარდებოდა, არ ვიცოდით, რა გვექნა. მეორე ტაიმი სხვანაირი იყო, ბურთს ვაკონტროლებდით, ისე ვთამაშობდით, როგორც ვგეგმავდით. პირველ ტაიმში ისე ვითამაშეთ, ჩემპიონთა ლიგის დონეს ვერ ვაკმაყოფილებდით.
რა თქმა უნდა, ჰენრიხსის გამოსვლამ ბევრი რამ შეცვალა. პირველ ტაიმში კოსტერმანით ვთამაშობდით, რადგან ის დაცვაში მაგარია. კლოსტერმანი ტრავმამოშუშებულია, ასე რომ, მისი შეცვლა ისედაც დაგეგმილი იყო". 

ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტის მწვრთნელი): "მეორე ტაიმში წინ ნაბიჯი ვერ გადავდგით. მეტოქემ დიდი ზეწოლა შემოგვთავაზა. გოლის მერე გამოვედით მეორე ტაიმში, თუმცა ბოლო 20 წუთი მეორეშიც კარგი გვქონდა. შანსები ორივე ტაიმში გვქონდა. რაც მთავარია, შედეგი კარგია. 
საერთო ჯამში მატჩით კმაყოფილი ვარ. ძალიან ძლიერი ტურნირია, სადაც უკვე აღარ არიან ძლიერი კლუბები. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ყველა თამაშს 4:0-ს მოვიგებთ, ბოდიში, იმედს გაგიცრუებთ". 

კომენტარები

ბოლო ამბები