Thumbnail
  • პარმას ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ ნაპოლიზე ისაუბრა
  • მისი აზრით, ნეაპოლელთა წარმატება კვარაცხელია-ოსიმენის დუეტის დამსახურებაა

პარმას ყოფილი სპორტული დირექტორი ენრიკო ფედელე მიიჩნევს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენს ერთად საოცარი ძალა აქვთ. ის ნაპოლის დიდებულ თამაშში ლუჩანო სპალეტის წვლილს ხედავს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ქართველისა და ნიგერიელის გარეშე "აძური" ასეთი ძლიერი არ იქნებოდა.

"ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი ჭექა-ქუხილსა და ელვას ჰგვანან. ჭექა-ქუხილი ხმაურს იწვევს, ელვა ზიანს აყენებს. ახლა უნდა გავიგოთ, რომელს აქვს ამ ორიდან უფრო დიდი მნიშვნელობა. თუმცა, თუ ისინი ერთად არიან, წარმოუდგენელი ძალა აქვთ.  ერთი კითხვა მიჩნდება: მაინტერესებს, როგორი იქნებოდა ნაპოლი ოსიმენისა და კვარაცხელიას გარეშე, რასპადორი და სიმეონე რომ ყოფილიყვნენ ძირითადი შემადგენლობის წევრები? ნაპოლი ნაკლებად ძლიერი იქნებოდა. მაშ, რაზეა დამოკიდებული გუნდის სიძლიერე? ფეხბურთელებზე. სპალეტის თავისი დამსახურებები აქვს, მაგრამ განსხვავებას მოთამაშეები ქმნიან. შეგიძლიათ კერძი მოამზადოთ ნებისმიერი ინგრედიენტით, მაგრამ მათი ხარისხია ის, რაც კერძს გამოარჩევს", - თქვა ფედელემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 13-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.

ნაპოლი უახლოეს შეხვედრას 25 თებერვალს, სერია A-ს 24-ე ტურის ეგიდით, სტუმრად ემპოლისთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები