Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედი 2:1 ბარსელონა - ინგლისური კლუბი მერვედფინალშია
  • რომა 2:0 ზალცბურგი - მოურინიომ მეტოქე მაგრად დაჩაგრა

ევროპალიგაზე ყველა მერვედფინალისტის ვინაობა ცნობილია. 1/16 ფინალური ეტაპის ცენტრალურ მატჩში მანჩესტერ იუნაიტედმა ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა პირველი ტაიმი 0:1 წააგო, რის შემდეგაც მატჩის შეტრიალება მოახერხა. ესპანური გუნდი მე-18 წუთზე რობერტ ლევანდოვსკის მიერ გატანილი პენალტით დაწინაურდა და ტაიმიც მოიგო.

მანჩესტერმა მეორე ტაიმში ნახევარდაცვაში თამაში გამოასწორა, რის შემდეგაც ინგლისელებმა უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს. მეორე ტაიმის სტარტზე იუნაიტედმა ფრედის გოლით გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების გოლი ბრაზილიელმა ანტონიმ გაიტანა, რომელმაც 73-ე წუთზე გამოიჩინა თავი. მანჩესტერ იუნაიტედმა ორი მატჩის ჯამში 4:3 მოიგო და ევროპალიგის მერვედფინალის საგზური მოიპოვა.


ჟოზე მოურინიოს რომამ ზალცბურგთან პირველი მატჩი ავსტრიაში 0:1 დათმო, თუმცა სტადიო ოლიმპიკოზე მეტოქე უშანსოდ დაამარცხა. რომაელებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. სპინაცოლას ბრწყინვალე თამაშის შემდეგ ჯერ ანდრეა ბელოტიმ გაიტანა, ხოლო ავსტრიელთა კარი მეორედ პაოლო დიბალამ აიღო.

რომა დარჩენილ დროში უდიდეს უპირატესობა ფლობდა და ზალცბურგმა მათ კართან ნორმალური მომენტი ვერ შექმნა. ჟოზე მოურინიომ გერმანელი მატიას იაისლე სამწვრთნელო დუელში ძალიან დაჩაგრა. ჯალოროსომ ევროპალიგის მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 24 თებერვალს გაიმართება. უეფას რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე ეს გუნდები დარჩნენ: მანჩესტერ იუნაიტედი, იუვენტუსი, სპორტინგი, შახტარი, უნიონ ბერლინი, ლევერკუზენი, სევილია, რომა, არსენალი, ფენერბაჰჩე, ბეტისი, უნიონ სენ ჟილი, სოსიედადი, ფეიენოორდი, ფრაიბურგი, ფერენცვაროში.

კომენტარები

ბოლო ამბები