Thumbnail
  • გელა აფრასიძე მონპელიეს მომავალ ზაფხულს დაემშვიდობება
  • ის ბაიონაში კოტე მიქაუტაძესთან ერთად იასპარეზებს

საქართველოს ნაკრების 9 ნომერი გელა აფრასიძე კარიერას TOP 14-ის ბინადარ ბაიონაში გააგრძელებს.

Lequipe-ის ცნობით, 25 წლის ქართველი ლეგიონერი ამჟამინდელ კლუბ მონპელიეს ზაფხულში დაემშვიდობება და კონტრაქტს ბასკურ კლუბთან გააფორმებს.

გელა მონპელიეს რიგებში 2017 წლიდან ირიცხება, მიმდინარე სეზონში კი საფრანგეთის ჩემპიონატში 9 მატჩი (2 სასტარტოში) ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ აფრასიძე 2022 წელს მონპელიესთან ერთად TOP 14-ის გამარჯვებული გახდა. მისი გუნდმა საფრანგეთში პირველად გაჩემპიონდა, გელამ კი ნახევარფინალში ბორდოსთან 13:10-ზე ორი ძალიან მაგარი ჯარიმა გაიტანა და გუნდს ფინალში გასვლაში დაეხმარა.

ცნობისთვის, აფრასიძეს ბაიონაში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მორაგბე კოტე მიქაუტაძე დახვდება. ბასკურ კლუბს TOP 14-ის 18 ტურში 10 მოგება აქვს და მე-6 ადგილზეა, ამდენად, ჯერჯერობით, საპლეიოფო ზონაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები