Thumbnail
  • უეფას შტაბბინაში ევროპალიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა
  • რანგით მეორე საკლუბო ტურნირში რამდენიმე საინტერესო წყვილი მივიღეთ

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ევროპალიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირში რამდენიმე საინტერესო წყვილი მივიღეთ. მანჩესტერ იუნაიტედი, რომელმაც ტურნირიდან ბარსელონა გამოთიშა, კიდევ ერთ ესპანურ კლუბს - ბეტისს დაუპირისპირდება. ინგლისის პრემიერლიგის ლიდერი ლონდონის არსენალი პორტუგალიურ სპორტინგთან ითამაშებს, რეალ სოსიედადი - რომასთან, იუვენტუსი - ფრაიბურგთან...

ტურნირის ერთადერთი ქართველი ლეგიონერის, გიორგი გოჩოლეიშვილის გუნდს, დონეცკის შახტარს, მეტოქედ ნიდერლანდური ფეიენოორდი შეხვდა. 22 წლის ქართველ მცველს, რომელიც შახტარს იანვარში შეუერთდა, ახალ გუნდში დებიუტი ჯერ არ ჰქონია.

ევროპალიგის 1/8-ფინალის პირველი შეხვედრები 9 მარტს ჩატარდება, საპასუხო - 16 მარტს. წყვილებში პირველად დასახელებული გუნდები (განთესილი) პირველ მატჩს სტუმრად, საპასუხოს კი საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ.

ევროპალიგის 1/8-ფინალური წყვილები

არსენალი V სპორტინგი
ბეტისი V მანჩესტერ იუნაიტედი
რეალ სოსიედადი V რომა
ფრაიბურგი V იუვენტუსი
ფენერბაჰჩე V სევილია
უნიონ სენ-ჟილი V უნიონ ბერლინი
ფეიენოორდი V შახტარი
ფერენცვაროში V ლევერკუზენი

ევროპალიგის გამარჯვებული 'პუშკაშ არენაზე' გამოვლინდება

2022/23 წლების ევროპალიგის ფინალური შეხვედრა 31 მაისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, 65-ათასიან "პუშკაშ არენაზე" გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები