Thumbnail

'ბევრი ჭამეს და დაეძინათ' - მოურინიო რომას ფანებით უკმაყოფილოა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჟოზე მოურინიო რომას გულშემატკივართა ნაწილს გაუბრაზდა
  • პორტუგალიელს სურს, რომ გუნდს მხარი მთელმა სტადიონმა დაუჭიროს

რომამ ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში ავსტრიული ზალცბურგი 2:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, თუმცა, მატჩის შემდეგ "ჯალოროსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გულშემატკივრობით უკმაყოფილო იყო, თქვა, რომ მის უკან მყოფ ხალხს ეძინა...

"ჩემს უკან ხალხი იყო, რომლებსაც ეძინათ. ალბათ, ძალიან ბევრი ჭამეს. ეს არის მათი პროფილი, კარგია, ძილი განაგრძონ", - თქვა მოურინიომ, თუმცა ამავდროულად, ფანების ნაწილი შეაქო.

"ჩვენ მიჩვეული ვართ ცხელ კურვას (ფან-სექტორების დასახელება), რომელიც ყოველთვის ძალიან გვეხმარება. იმედი მაქვს, მთელი სტადიონი გააცნობიერებს, რომ ჩვენ მოგებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ".

შეგახსენებთ, რომამ ევროპალიგის პლეი ოფში ზალცბურგს ორი მატჩის ჯამში 2:1 აჯობა და მერვედფინალში გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები