- 📅 25 თებერვალი | 🏟 კარლო კასტელანი | ⌚ 21:00 | ⚽ ემპოლი V ნაპოლი
- ემპოლის მთავარი მწვრთნელის, პაოლო ძანეტის კომენტარი მატჩამდე
- PREVIEW | გაუტანს კვარაცხელია ემპოლის? ნაპოლი 3 ქულას გეგმავს
იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი სტუმრად ემპოლის დაუპირისპირდება.
მატჩის წინ ემპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა პაოლო ძანეტიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მას ჰკითხეს, რომელ ფეხბურთელს გამოარჩევს მეტოქის რიგებიდან. ამაზე ძანეტის შემდეგი პასუხი ჰქონდა:
"ნაპოლი დიდებული გუნდია, ამიტომ ერთი ფეხბურთელის გამორჩევა არ იქნება მართებული. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰყავთ ფორვარდი (ოსიმენი - რედ), რომელმაც პრაქტიკულად, იმდენივე გოლი მარტომ გაიტანა, რამდენიც ჩვენ მთელმა გუნდმა. ის და კვარა ნებისმიერს შეაშინებენ, მაგრამ ნაპოლის თამაში ყველა ფაზაში შესანიშნავია. წარმოუდგენელი მენტალიტეტი აქვთ, ზოგჯერ დაცვის დასახმარებლად უკან ოსიმენიც კი ბრუნდება. დღეისთვის ისინი ძლიერები არიან, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ნაპოლი იმსახურებს ასეთ სეზონს, ჩვენთვის კი დიდი პატივი და სტიმულია მასთან შეხვედრა", - თქვა ძანეტიმ.
შეგახსენებთ, რომ ემპოლი-ნაპოლის მატჩი 25 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება. ლუჩანო სპალეტის გუნდს სერია A-ში 23 ტურის შემდეგ 15-ქულიანი უპირატესობა აქვს და 33-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობასთან ახლოსაა.
კომენტარები