Thumbnail

ავტოსპორტი | ვირტუალური ჩემპიონატის პირველი ეტაპი მიშო ცისკარიძემ მოიგო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ავტოსპორტში საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატის პირველი ეტაპი ჩატარდა
  • პირველი ადგილი მიშო ცისკარიძემ დაიკავა, მეორე - არჩილ ციმაკურიძემ

საქართველოს 2023 წლის ვირტუალური ჩემპიონატი წრიულ რბოლაში 22 თებერვალს დაიწყო. პირველი ეტაპი დაძაბული და მოულოდნელობებით სავსე აღმოჩნდა.

კვალიფიკაცია ერთ-ერთმა ფავორიტმა, არჩილ ციმაკურიძემ მოიგო და სტარტი პირველი პოზიციიდან აიღო, თუმცა მალევე შეცდომა დაუშვა და ლიდერობა მიშო ცისკარიძეს დაუთმო. ცისკარიძემ იდეალურად გაიარა 50 წუთიანი რბოლა და ციმაკურიძის პრესინგის მიუხედავად გამარჯვებას მიაღწია. თავად არჩილი კი მეორე ადგილს დასჯერდა.

საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატების დებიუტანტი, სანდრო შამანიდი რბოლის ნამდვილი აღმოჩენა გახდა. დებიუტანტმა უშეცდომოდ ჩაატარა ეტაპი, სტარტის შემდეგ რამდენიმე პოზიცია მოიგო და მესამე ადგილი შეინარჩუნა. ხუთეულში ასევე მოხვდნენ ლუკა მახარაშვილი, და 16 წლის გიორგი ხმალაძე.

ჩემპიონატის შემდეგი ეტაპი 1 მარტს, ნურბურგრინგის ვირტუალურ ავტოდრომზე გაიმართება. რბოლების ყურება შესაძლებელია ორგანიზატორის, სიმულექს რეისინგის ფეისბუქ გვერდზე და YouTube არხზე.

ჩემპიონატის ტექნოლოგიური პარტნიორი 2020 წლიდან არის კომპანია ლენოვო.

კომენტარები

ბოლო ამბები