Thumbnail
  • საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების წარმატება ეგვიპტეში
  • ტურნირის მეორე დღეს ქარველმა ფალავნებმა 2 ოქრო და 1 ვერცხლი მოიპოვეს 

ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში მიმდინარე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირში (23-26 თებერვალი) წარმატებით იასპარეზა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომელმაც 9 მედალი - 3 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა.

იბრაჰიმ მუსტაფას სახელობის ტურნირის მეორე დღეს მედლები სამ წონით კატეგორიაში გათამაშდა, ხალიჩაზე კი საქართველოს ნაკრების სახელით რამაზ ზოიძე, ოთარ აბულაძე (ორივე - 72 კგ.), იური ლომაძე, საჩინო დავითაია, შმაგი ბოლქვაძე (ყველა - 77 კგ.) და გელა ბოლქვაძე (82 კგ.) გავიდნენ. მათგან სამმა დილის პროგრამა დაუმარცხებლად ჩამათავრა და ფინალში გასვლა მოახერხა. 

რამაზ ზოიძე და ოთარ აბულაძე ერთმანეთს ოქროს მედლისთვის დაუპირისპირდნენ. დამაჯერებელი გამარჯვება ზოიძეს დარჩა - 6:0.

👏რამაზ ზოიძე იბრაჰიმ მუსტაფას სახელობის სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია💪 🇬🇪 ქართულ ფინალში ზოიძემ ოთარ აბულაძე დაამარცხა

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on პარასკევი, 24 თებერვალი, 2023

ფინალამდე რამაზმა ეგვიპტელ აბდელრაჰმანს (8:6) და ყაზახ დანიარ კალენოვს (5:1) აჯობა, ოთარმა კი გზიდან ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ირანელი მოჰამადრეზა გერაეი (8:0), ინდოელი ანკიტ გულია (9:0) და ყირგიზი ნურჟიგიტ ენეშბეკი (10:1) ჩამოიცილა.

გელა ბოლქვაძის მეტოქე ფინალში ყირგიზი აკილბეკ ტალანტბეკოვი იყო, რომელსაც ქართველმა ფალავანმა უშანსოდ მოიგო (10:0). მანამდე გელამ შვედ კრისტოფერ ბერგს (3:1), ეგვიპტელ ფარეს გალის (7:0) და ავსტრიელ მიხაელ ვაგნერს აჯობა (7:1).

🤼‍♂️🇬🇪 კიდევ ერთი ოქრო🥇 🇬🇪🥇🏆 გელა ბოლქვაძე იბრაჰიმ მუსტაფას სახელობის ტურნირის გამარჯვებულია

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on პარასკევი, 24 თებერვალი, 2023

აღსანიშნავია, რომ რეპეშაჟში გადაერთო, მაგრამ ტრავმის გამო ხალიჩაზე გასვლა ვერ მოახერხა იური ლომაძემ (77 კგ.)

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტური ტურნირის პირველ დღეს ოქრო ლაშა გობაძემ (87) მოიპოვა, ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ლერი აბულაძე (63 კგ.), ჯონი ხეცურიანი (67 კგ.) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ.), ხოლო გურამ ხეცურიანსა (87 კგ.) და ზვიად პატარიძეს (130 კგ.) ბრინჯაოს მედლები ერგოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები