Thumbnail

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაიში საკვალიფიკაციო მატჩი ვერ დაასრულა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კვენტინ ჰალისი 4:6, 6:3, 3:0 ნიკოლოზ ბასილაშვილი
  • 31 წლის ქართველი ჩოგბურთელი თამაშს მესამე სეტში ჩაეხსნა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ATP ტურის 500-იანი სერიის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა ისე დაასრულა, პირველი თამაში ბოლომდე არც ჩაამთავრა. 31 წლის ქართველი ჩოგბურთელის (ATP: 113) მეტოქე კვალიფიკაციის ნახევარფინალში ფრანგი კვენტინ ჰალისი (ATP: 64) იყო, რომელსაც პირველი სეტი კი მოუგო, მაგრამ მეორე დათმო, ხოლო მესამეში 0:3-ზე თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა.

თამაში საათი და 30 წუთი გაგრძელდა. ნიკამ 7 ეისი მოაწოდა, დაუშვა 5 ორმაგი შეცდომა. მის ანგარიშზე 2-იდან 1 რეალიზებული ბრეიკ-პოინტია. ჰალისმა 17 ეისი მოაწოდა, დაუშვა 3 ორმაგი შეცდომა და 7-იდან 3 ბრეიკის რეალიზება მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი და კვენტინ ჰალისი ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდნენ. წინა ორ შემთხვევაში გამარჯვებული ქართველი ჩოგბურთელი გამოვიდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები