Thumbnail
  • მეცი 2:0 ნიმი
  • გიორგი მიქაუტაძემ სეზონში მე-12 გოლი გაიტანა

საფრანგეთის ლიგა 2-ის 25-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის მეცმა ნიმს უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა. ანგარიში 29-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა გახსნა, რომლისთვისაც ეს მე-12 გოლია ლიგა 2-ის სეზონში. მე-2 გოლის ავტორი კი იუსეფ მაზიზია. გიორგი მატჩის მიწურულს, მე-3 კომპენსირებულ წუთზე შეცვალეს.

გიორგი მიქაუტაძე მაგარ ფორმაშია

მეცი 41 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიგა 1-ში გადასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს. ამ დროისთვის მესამე ადგილზე 42 ქულით ზურაბ დავითაშვილის ბორდოა, რომელიც ამიენს 27 თებერვალს ესტუმრება. მეცი მომდევნო ტურის მატჩს 4 მარტს ჩაატარებს ანესის წინააღმდეგ სტუმრად. 

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის ბომბარდირებში 12 გოლით ლიდერობს, მასთან ერთად 12 გოლი კოტდ'ივუარელ ჟან-ფილიპ კრასოს (სენტ ეტიენი) აქვს გატანილი. მიქაუტაძემ ბოლო 8 ტურში 5 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები