Thumbnail
  • რეალი 1:1 ატლეტიკო
  • ეს ისტორიაში 232-ე მადრიდული დერბი იყო

"სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდული დერბი (რიგით 232-ე) 1:1 დასრულდა - ატლეტიკო 78-ე წუთზე ხოსე მარია ხიმენესმა დააწინაურა, მაგრამ 10 კაცით დარჩენილ სტუმრებს "სამეფო კლუბმა" მაინც გაუტანა - 18 წლის ალვარო როდრიგესმა თავურით ანჩელოტის გუნდს ერთი ქულა გადაურჩინა. 

რეალს 23 მატჩის შემდეგ 52 ქულა აქვს და მე-2 ადგილზეა, ბარსელონას შესანიშნავი შანსი მიეცა, მასთან სხვაობა (რომელიც ახლა 7 ქულაა) კიდევ გაზარდოს. ატლეტიკო 42 ქულით მე-4 ადგილზეა. 

რეალი 1:1 ატლეტიკო

გოლები: 0:1 ხიმენესი (78. გრიზმანის პასით), 1:1 როდრიგესი (85. მოდრიჩის პასით)

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი (83. ლუკას ვასკესი), მილიტაო, რიუდიგერი, ნაჩო (77. ალვარო როდრიგესი) - ვალვერდე, კროოსი (63. კამავინგა), სებალიოსი (63. მოდრიჩი) - ასენსიო (63. ჩუამენი), ბენზემა, ვინისიუსი

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - მოლინა, სავიჩი, ერმოსო, მანდავა (23. ხიმენესი) - მ. ლორენტე (57. ლემარი), ბარიოსი (46. ა. კორეა), კოკე (77. ვიტსელი), საულ ნიგესი (76. მორატა) - გრიზმანი, კარასკო

გაძევება: ა. კორეა (64. ატლეტიკო).

კომენტარები

ბოლო ამბები