Thumbnail
  • ლიონი 45:11 რასინგი
  • დავით ნინიაშვილმა ორი ლელო დადო, გია ხარაიშვილმა რასინგიდან გამოიჩინა თავი

დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის ლიონმა TOP 14-ის მე-19 ტურში გია ხარაიშვილისა და გურამ გოგიჩაშვილის რასინგს უმასპინძლა და მეტოქეს უშანსოდ მოუგო. შეხვედრაში სამი ქართული ლელო დაიდო.

დავით ნინიაშვილმა 43-ე და 75-ე წუთებზე შეძლო ლელოს დადება, ხოლო 35-ე და 38-ე წუთებზე სალელოვე გადაცემები მიითვალა. დიდი ალბათობით, ნინიაშვილს ტურის საუკეთესო მორაგბედაც დაასახელებენ. დავითმა პირველივე სეზონში შეძლო 7 ლელოს დადება.

რაც შეეხება რასინგის მხრიდან დადებულ ერთადერთ ლელოს, გია ხარაიშვილმა მეორე ტაიმის სტარტზე შეძლო თავის გამოჩენა, თუმცა მისმა გუნდმა მეტი ვეღარ მოახერხა.

ლიონმა ამ მოგებით 53 ქულა დააგროვა და ჩემპიონატში მესამე ადგილზეა. რასინგი 46 ქულით მეშვიდეა და საპლეიოფე ზონას 3 ქულით ჩამორჩება. ლიონი მომდევნო ტურში კასტრის წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო რასინგი ჩემპიონატის ლიდერ ტულუზს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები