Thumbnail

'გახსოვდეთ უკრაინა' - 27 ბრძოლის შემდეგ ამოსოვი კვლავ დაუმარცხებელია

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ამოსოვი 27 ბრძოლის შემდეგ დაუმარცხებელია
  • უკრაინელმა ძველი მეტოქე დაამარცხა და ტიტულის დაცვა მეორედ შეძლო

ბელატორის დაუმარცხებელმა ჩემპიონმა, იაროსლავ ამოსოვმა ქამრის დაცვა შეძლო და დუბლინში უკრაინის დროშა კიდევ ერთხელ აღმართა. ამოსოვმა, ქამრისთვის ბრძოლაში ძველი მეტოქე - ლოგან სტორლი დაამარცხა.

სტორლის უკრაინელმა 2020 წლის ნოემბერში მოუგო, თუმცა თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო.

"ჩემ ქვეყანას ის გიჟი კაცი დაესხა თავს, გთხოვთ ყველას გახსოვდეთ უკრაინა, რადგან ხვალ არავინ იცის ის რას მოიმოქმედებს..." - ამბობდა ჯონ მაკარტისთან ინტერვიუში.

კომენტარები

ბოლო ამბები