Thumbnail
  • ჩვენს YouTube-ზე "გასვლითი შეხვედრის" ახალი სეზონის პირველი ეპიზოდის პრემიერა შედგა
  • ევროპოპის გადამღები ჯგუფი ამჯერად ტენერიფეში, გიორგი შერმადინთან იმყოფებოდა
  • როგორ ცხოვრობენ და როგორი საზოგადოების წევრები არიან - სერიები ქართველ სპორტსმენებზე გრძელდება

"გასვლითი შეხვედრის" ახალი სეზონის დაწყებას ბევრი ელოდა და აი ისიც! 

ევროპოპი სტუმრად ქართველ სპორტსმენებთან - ჩვენს YouTube არხზე განსაკუთრებული პროექტის 2023 წლის სეზონის პირველი ეპიზოდი უკვე გამოქვეყნდა და ლოგიკურია, რომ საქართველოს კალათბურთის ნაკრების ისტორიულად მნიშვნელოვან მატჩს მის ერთ-ერთი ლიდერთან შეხვედრა დავამთხვიეთ.

ჩვენი გადამღები ჯგუფი ტენერიფეში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი გადავიღეთ. ვფიქრობთ, წელს და სეზონს შესანიშნავი სტუმრით ვხსნით და გვჯერა, რომ ვიდეოს ნახვისას ამაში თქვენც დარწმუნდებით.

ნახეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.

"გასვლითი შეხვედრა" - ასე ჰქვია სერიებს, რომლის ფარგლებშიც ქართველ სპორტსმენებს იმ ქალაქებში ვსტუმრობთ, სადაც ცხოვრობენ და მუშაობენ. გადაცემის წამყვანი, მარკეტერი და პრომოუტერი ლევან ღვინიანიძეა, რომელსაც ქართულ სპორტში მნიშვნელოვან პროექტებსა თუ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

პირველი სერიის სტუმარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დათი ხოჭოლავა იყო. მეორე ეპიზოდის გადასაღებად ლიონში ჩავედით, სადაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრებს, დავით ნინიაშვილს და ბექა საღინაძეს შევხვდით. ამის შემდეგ იყო შეხვედრა გრაცში, ოთარ კიტეიშვილთან, რომელიც ავსტრიული შტურმის და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. მეოთხე სერიაში კი ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი გაგაცანით ახლოს, რომლებსაც პოლონეთის ქალაქ პოზნანში ვესტუმრეთ. პირველი სეზონი 2022 წლის ბოლოს, გურამ კაშიასთან სტუმრობით დაიხურა.

კომენტარები

ბოლო ამბები