Thumbnail

ბაიერნის კლასი უფრო მაღალია - იოლი გამარჯვება უნიონთან

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბაიერნი 3:0 უნიონი | გოლები: 1:0 ჩუპო-მოტინგი (31), 2:0 კომანი (40), 3:0 მუსიალა (45)
  • მიუნხენის ბაიერნმა თანალიდერს პირველივე ტაიმში აჯობა

ბაიერნი მაინც ბაიერნია და გერმანიაში კლასით სხვებს ერთი თავით აღემატება.

ეს კარგად გამოჩნდა ბუნდესლიგის 22-ე ტურში, როდესაც იულიან ნაგელსმანის გუნდმა თანალიდერ უნიონ ბერლინს უმასპინძლა. ლიდერთა დუელში უფრო დიდი ბრძოლა იყო მოსალოდნელი, მაგრამ არ გამოვიდა, ბაიერნმა მეტოქეს პირველივე ტაიმში საქმე მოუმთავრა.

31-ე წუთიდან 45-ე წუთამდე "რეკორდმაისტერმა" დედაქალაქურ გუნდს 3 უპასუხო გოლი გაუტანა, რითაც მეორე ტაიმს აზრი დაეკარგა. ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა, კინგსლი კომანმა და ჯამალ მუსიალამ შეაგდეს გოლები.

უნიონ ბერლინს დიდებული სეზონი აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში ამ ფაქტს დღევანდელი წაგება ვერ შეცვლის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბაიერნმა გარდამტეხ მომენტში უშანსოდ მოუგო.

ბუნდესლიგაში 22 ტურის შემდეგ ორხელისუფლიანობაა: ბაიერნს და დორტმუნდის ბორუსიას 46-46 ქულა აქვთ. არც უნიონ ბერლინია შორს, რომლის აქტივში 3 ქულაა.

ბაიერნი 3:0 უნიონ ბერლინი

გოლები: 1:0 ჩუპო-მოტინგი (31), 2:0 კომანი (40), 3:0 მუსიალა (45)

ბაიერნი (4-2-3-1): ზომერი - სტანიშიჩი (78. კანსელო), პავარი, დე ლიხტი, დევისი - კიმიხი (78. სანე), გორეტცკა - კომანი (65. მანე), მიულერი (87. ტელი), მუსიალა - ჩუპო-მოტინგი (65. გნაბრი).

კომენტარები

ბოლო ამბები