Thumbnail
  • ალმერია 1:0 ბარსელონა
  • გამარჯვების გოლი 21 წლის მალელმა ფორვარდმა ელ ბილალ ტურემ გაიტანა

ესპანეთის ლა ლიგის 23-ე ტურში ალმერიამ სენსაციურად დაამარცხა ბარსელონა. გამარჯვების გოლი 21 წლის მალელმა ფორვარდმა ელ ბილალ ტურემ გაიტანა. ალმერიამ ბარსასთან 13-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, ეს ჩავის გუნდს მხოლოდ მეორე მარცხი იყო სეზონში.

ბარსელონა 59 ქულით კვლავ ლიდერია და ის "სამეფო კლუბს" 7 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში, 5 მარტს ბარსელონა გიორგი მამარდაშვილის ვალენსიას უმასპინძლებს. 

ალმერია 1:0 ბარსელონა

გოლი: 1:0 ელ ბილალ ტურე (24)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო (76. ალარკონი), კრისტენსენი, ე. გარსია (67. არაუხო), ალბა (67. ალონსო) - კესიე (46. რაფინია), ბუსკეტსი (76. ტორე), ფ. დე იონგი - ფერან ტორესი, ლევანდოვსკი, გავი.

კომენტარები

ბოლო ამბები