Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP-ის რეიტინგის სათავეში 378-ე კვირას ატარებს
  • 35 წლის სერბმა გერმანელი შტეფი გრაფის მიღწევა გააუმჯობესა

დიდი სლემის ტურნირების 22-გზის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მსოფლიო რეიტინგში პირველ პოზიციაზე 378-ე კვირას ატარებს და ამ მაჩვენებლით აბსოლუტური რეკორდსმენია.  

35 წლის სერბმა ჩოგბურთელმა გააუმჯობესა გერმანელი შტეფი გრაფის რეკორდი, რომელმაც მსოფლიოს პირველი ჩოგნის რანგში 377 კვირა გაატარა. ეს რეკორდი 1997 წლიდან არსებობდა. 

ჩოგბურთის ისტორიაში მსოფლიოს რეიტინგის სათავეში გატარებული კვირების რაოდენობით საუკეთესო ხუთეულში ასევე შედიან მარტინა ნავრატილოვა (332 კვირა), სერენა უილიამსი (310 კვირა) და როჯერ ფედერერი (310). 
  
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბოლოს Australian Open-ზე იასპარეზა, სადაც ფინალში ბერძენი სტეფაონს ციციპასი დაამარცხა - 6:3, 7:6 (7:4), 7:6 (7:5). ნოვაკისთვის ეს მე-10 ტიტულია მელბურნში და 22-ე - დიდი სლემის ტურნირებში. ავსტრალიის ღია პირველობაზე გამარჯვების შედეგად, ნოლე რეიტინგში გალიდერდა, თუმცა მას შემდეგ შეჯიბრებებში ტრავმის გამო აღარ გამოსულა.

ცნობილია, რომ ჯოკოვიჩი დუბაის ტურნირში იასპარეზებს, სადაც კორტზე 28 თებერვალს გავა. სერბი პირველ წრეში ჩეხეთის წარმომადგენელ ტომაშ მახაჩს დაუპირისპირდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები