Thumbnail

რაგბი | ნინიაშვილი ფრანგული TOP 14-ის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გასულ ტურში დავითმა 2 ლელო დადო და ორიც სალელოვე პასი მიითვალა
  • ბომბარდირთა დავაში ის სეზონის ლიდერებს მხოლოდ 1 ლელოთი ჩამორჩება

ფრანგული ლიონის ქართველი ვარსკვლავი დავით ნინიაშვილი TOP 14-ის მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი ლეგიონერი საუკეთესო XV-ში პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა Midi Olympique-მა დაასახელა (14 ნომრის პოზიციაზე).

იმ თამაშის გათვალისწინებით, რომელიც ნინიაშვილმა გასულ ტურში აჩვენა, ეს მოსალოდნელიც იყო. დავითმა გია ხარაიშვილისა და გურამ გოგიჩაშვილის რასინგთან შეხვედრაში 2 ლელო დადო და ორი სალელოვე პასიც გააკეთა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი ქართველი უკანახაზელის მე-2 ლელო იყო, როდესაც თერნოვერის შემდეგ ბურთი მოიპოვა, დაახლოებით 65 მეტი ირბინა და დუბლის ავტორი გახდა.

საინტერესოა, რომ ნინიაშვილს მიმდინარე სეზონში უკვე 7 ლელო აქვს დადებული და მხოლოდ 1 ლელოთი ჩამორჩება TOP 14-ის ბომბარდირებს – ფიჯელ ალივერეტი რაკასა (კლერმონი) და კიდევ ერთ ლიონელ, ფრანგ ეტან დუმორტიეს.

ლიონი 53 ქულით მე-3 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 4 მარტს სტუმრად კასტრთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები