Thumbnail
  • 📅 5 მარტი | ⌚ 16:00 | 🏟 ავჭალა | 🏉 საქართველო V რუმინეთი | 📺 Rugby TV
  • შევარდენის სანაკრებო ბაზაზე 33 მორაგბე ემზადება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შევარდენის ბაზაზე შეიკრიბა და რუმინეთთან 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის (5 მარტი, 16:00 საათი) მზადება 33-კაციანი შემადგენლობით დაიწყო.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, გაფართოებულ რაზმში მცირედი ცვლილებებია. ვახტანგ აბდალაძის ნაცვლად შეკრებაზე გამოჩნდა სანდრო ქუნთელია, რომელიც გუნდს ტრავმის შემდეგ ესპანეთთან მატჩის წინ შეუერთდა, თუმცა თამაშმა არ მოუწია.

საქართველოს ნაკრებში 33 მორაგბეა გამოძახებული
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

9 ნომრის პოზიციაზე მიხეილ ალანიას ნაცვლად, ლევან მაისაშვილმა თენგიზ პერანიძეს უხმო, რომელსაც სანაკრებო დებიუტი შარშან ზაფხულში, ურუგვაისთან ჰქონდა და მას შემდეგ არ უთამაშია. 33 მორაგბიდან 18 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშეა. 

“სტეჟარს“ პირველად ვეთამაშებით ავჭალის სარაგბო სტადიონზე, თბილისში მათ ბოლოს 2021 წელს მიხეილ მესხზე ვუმასპინძლეთ და 28:17 დავამარცხეთ, შარშან კი ბუქარესტში 26:23 ვძლიეთ. ამ მომენტისთვის რუმინეთი მიჯრით 5-ჯერ გვყავს დამარცხებული. 7-მატჩიანი წაუგებელი სერია 2011-2016 წლებში გვქონდა, ოღონდ მაშინ, სამი მოგების შემდეგ ბუქარესტში ფრედ ვითამაშეთ, რასაც კვლავ სამი მოგება მოყვა.

2002 წლიდან, ქართული მხარის ინიციატივით, საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთშეხვედრებში ანთიმოზ ივერიელის თასი (მსოფლიო თასის ეგიდით ჩატარებული მატჩების გარდა) თამაშდება. აქამდე საზიარო თასი საქართველომ - 15-ჯერ, რუმინეთმა კი 6-ჯერ შემართა.

შეგახსენებთ, რომ მე-2 ნახევარფინალში ერთმანეთს პორტუგალია და ესპანეთი დაუპირისპირდებიან. ფინალი 19 მარტს ესპანეთის ქალაქ ბადახოსში შედგება და იქვეა დანიშნული მატჩი მე-3 ადგილისთვის. 

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 35 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 8 კეპი), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, 3 კეპი); ბექა გიგაშვილი (ტულონი, 32 კეპი, 15 ქულა), გურამ პაპიძე (პო, 7 კეპი, 5 ქულა), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, 2 კეპი, 5 ქულა);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 95 კეპი, 55 ქულა), გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 28 კეპი, 30 ქულა), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი, 2 კეპი);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 80 კეპი, 15 ქულა), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 44 კეპი, 5 ქულა), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 8 კეპი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 2 კეპი);

მესამე ხაზი: ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 38 კეპი, 50 ქულა), ბექა საღინაძე (ლიონი, 34 კეპი, 15 ქულა), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 27 კეპი, 30 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 20 კეპი, 25 ქულა), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი, 19 კეპი, 20 ქულა);

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 73 კეპი, 73 ქულა), გელა აფრასიძე (მონპელიე, 43 კეპი, 27 ქულა), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი, 1 კეპი); თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 40 კეპი, 322 ქულა), ლუკა მატკავა (შავი ლომი, 5 კეპი, 34 ქულა);

ცენტრები: გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 45 კეპი, 25 ქულა), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 23 კეპი, 5 ქულა), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 2 კეპი), მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 91 კეპი, 75 ქულა, კაპ.);

ფრთები: სანდრო თოდუა (შავი ლომი, 105 კეპი, 85 ქულა), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 26 კეპი, 120 ქულა), ოთარ ლაშხი (შავი ლომი, 1 კეპი, 5 ქულა);

ფულბეკები: ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 95 კეპი, 53 ქულა), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 22 კეპი, 45 ქულა), დავით ნინიაშვილი (ლიონი, 19 კეპი, 43 ქულა).

კომენტარები

ბოლო ამბები