Thumbnail

ბასილაშვილი ასეულს მიღმა - ასეთ დაბალ პოზიციაზე 2016 წლის შემდეგ არ ყოფილა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში 113-ე ადგილამდე დაქვეითდა
  • ქართველ ჩოგბურთელს წელს 11 მატჩიდან მხოლოდ 3 აქვს მოგებული

31 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში ვარდნას განაგრძობს და 481 ქულით უკვე 113-ე ადგილზე იმყოფება.

ბასილაშვილმა წელს 11 მატჩი ჩაატარა და აქტივში მხოლოდ 3 მოგება აქვს, თანაც ერთზე მეტი გამარჯვება არსად მოუპოვებია.

ბოლოს ნიკოლოზი დუბაის ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრას ცდილობდა, თუმცა, კვალიფიკაციის პირველ რაუნდში ფრანგ ქუენტინ ჰალისთან ანგარიში 6:4, 3:6, 0:3 იყო, როდესაც საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

ბასილაშვილს კარიერის პიკი 2019 წლის მაისში ჰქონდა, როდესაც მსოფლიოს მე-16 ჩოგანი გახდა, 113-ე პოზიციაზე დაბლა კი 2016 წლის ივლისის შემდეგ არ ყოფილა, როდესაც მსოფლიოს 123-ე ჩოგანი იყო.

ATP-ს რეიტინგის TOP-ათეული: 1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 6 980 ქულა; 2. კარლოს ალკარასი (ესპანეთი) – 6 780; 3. სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) – 5 805; 4. კასპერ რუუდი (ნორვეგია) – 5 515; 5. ტეილორ ფრიცი (აშშ) – 3 660; 6. ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი) – 3 405; 7. დანიილ მედვედევი (რუსეთი) – 3 320; 8. რაფაელ ნადალი (ესპანეთი) – 3 315; 9. ფელიქს ოჟე-ალიასიმი (კანადა) – 3 245; 10. ჰოლგერ რუნე (დანია) – 3 161.

კომენტარები

ბოლო ამბები