Thumbnail
  • ნიუ ორლეანს პელიკანსი 93:101 ორლანდო მეჯიქი
  • გოგა ბითაძეს ამჯერად არ უთამაშია
  • ორლანდოს პაოლო ბანკერომ მოაგებინა

გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქს ჯერ კიდევ შეუძლია NBA-ს Play-In-ში მოხვედრა - მით უმეტეს ამ მატჩის შემდეგ.

ქართველი ცენტრის ახალმა გუნდმა ნიუ ორლეანს პელიკანსი სტუმრად 101:93 დაამარცხა და ეს პირველ რიგში მეჯიქის უნიჭიერესი ფორვარდების დამსახურებაა. პაოლო ბანკერომ ბოლო წუთებში სამი “ჯამპერი” ჩააგდო და თავისი მონაგარი 29 ქულამდე გაზარდა. მესამე ტყორცნით მან თავის გუნდს 4-ქულიანი უპირატესობა მოუტანა, რომელსაც მერე მხოლოდ ფრანც ვაგნერმა (11 ქულა, 4/10, 5 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა) დაამატა საფინალო სირენამდე 25 წამით ადრე. ორლანდოს დაცვა მოწოდების სიმაღლეზე იდგა, რის გამოც ნიუ ორლეანსმა ვეღარაფერი შეძლო.

“მატჩის გადამწყვეტ ფაზაში უბრალოდ, რაღაცნაირად უნდა გჯეროდეს, რომ ბურთების ჩაყრა შეგიძლია და თუ ასეა, მაშინ უნდა ისროლო კიდეც. მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ შემეძლო და თამაში საკუთარ თავზე ამიტომაც ავიღე,” - განაცხადა მატჩის დასრულების შემდეგ ბანკერომ.

პაოლო ბანკერო საუკეთესო იყო

ბანკეროსთვის (10/18) ეს თავის Rookie-სეზონში უკვე 30-ე ისეთი თამაში გახლდათ, რომელშიც მინიმუმ 20 ქულა ჩააგდო. მეჯიქის ისტორიაში უფრო მეტი მხოლოდ შაკილ ო’ნილს აქვს (60), აი, პენი ჰარდაუეი კი მან უკვე უკან მოიტოვა. კარგი თამაში ჰქონდათ მარკელე ფულტცს (14 ქულა, 5 მოხსნა, 5 ასისტი) და მორიტც ვაგნერსაც, რომელმაც “სკამიდან” ასევე 14 ქულა (4/9) მიითვალა. ორლანდოს მთავარმა ცენტრმა და გოგა ბითაძის კონკურენტმა ვენდელ კარტერმა 11 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. თავად ქართველ ცენტრს კი ამჯერად არ უთამაშია. არადა, გოგას წინა მატჩში, ყოფილ გუნდ ინდიანასთან 9 წუთში 6 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა.

პელიკანსიდან საუკეთესოები ბრენდონ ინგრამი (25 ქულა) და სი ჯეი მაკოლუმი (18) იყვნენ. NOLA-ს პერიმეტრიდან თითქმის არაფერი გამოსდიოდა (6/27 სამქულიანი). პელიკანსმა უკვე ზედიზედ მე-4 თამაში წააგო და Play-In-ში ადგილის დაკარგვის სერიოზული საფრთხე ემუქრება…

Disable checkingPremium suggestions

კომენტარები

ბოლო ამბები