- მეცის 22 წლის თავდამსხმელმა ბოლო ტურში ნიმს გაუტანა
- ფრანგულმა მედიამ ქართველი ცენტრფორვარდი გამოარჩია
საქართველოს ნაკრებისა და მეცის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ში მაგარ სეზონს ატარებს, 12 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია (სენტ ეტიენის ფორვარდ ჟან-ფილიპ კრასოსთან ერთად), მისი გუნდი კი ლიგა 1-ის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

22 წლის ქართველმა ფორვარდმა მორიგი გოლი ლიგა 2-ის 25-ე ტურში, ნიმთან შეხვედრაში (2:0) შეაგდო. მეცს 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა. პირველ-მეორე ადგილებს, რომლებიც ელიტის საგზურს იძლევიან, ლე ავრი (52 ქულა) და ბორდო (45) იკავებენ, მესამე კი სოშოა (44).
ფრანგულმა მედიამ მიქაუტაძე ტურის სამ საუკეთესო მოთამაშეს შორის დაასახელა.
"საიმისოდ, რომ ლიგა 1-ში აღზევების იმედი არ დაკარგოს, მეცი ფეხდაფეხ უნდა მიყვეს სოშოს და გუნდი მერვე წაუგებელი მატჩის წყალობით ამას ახერხებს. ახალგაზრდა ქართველი ცენტრფორვარდი, რომელმაც წელს პირველად, მანამდე ზედიზედ ორ მატჩში ვერ გაიტანა, ძრავი ხელახლა ამოქოქა და 12 გოლით კვლავაც საუკეთესო ბომბარდირია".
მომდევნო ტურში გიორგი მიქაუტაძის მეცი სტუმრად ანესის დაუპირისპირდება. შეხვედრა 4 მარტს გაიმართება.
კომენტარები