Thumbnail
  • რაფაელ ნადალი უახლოესი ტურნირებისთვის გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს
  • ესპანელი ინდიან ველსის მასტერსსაც გამოტოვებს და მაიამისაც

რაფაელ ნადალის გულშემატკივრებს იმედ ჰქონდათ, რომ დიდი სლემის ტურნირების 22-გზის გამარჯვებული მოახლოებული მნიშვნელოვანი ტურნირებისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა.

36 წლის ესპანელი უახლოეს ორ მასტერსზე ვერ იასპარეზებს, რაც თვითონვე დაადასტურა. ნადალი ინდიან ველსის მასტერსსაც გამოტოვებს, რომელიც 8-დან 19 მარტამდე გაიმართება და არც მაიამის მასტერსზე იქნება (19 მარტი - 2 აპრილი).

“ძალიან დამწუხრებული ვარ, რომ ინდიან ველსის და მაიამის ტურნირებს გამოვაკლდები, - დაწერა რაფამ სოციალურ ქსელებში, - ჩემი ამერიკელი გულშემატკივრები ძალიან მენატრებიან, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ზაფხულში შევხვდებით.”

რაფა ნადალი ავსტრალიის ღია პირველობაზე დაშავდა

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალი წლის პირველი დიდი სლემის, ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში დაშავდა და ტურნირს გამოეთიშა. იანვრის ბოლოს რაფას ექიმები ფიქრობდნენ, რომ ის 6 კვირა დაისვენებდა.

Disable checkingPremium suggestions

კომენტარები

ბოლო ამბები