- რუმინეთის რაგბის ნაკრებმა თბილისური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
- 'სტეჟარის' მთავარმა მწვრთნელმა 'ბორჯღალოსნებთან' შეხვედრაზე ისაუბრა
- ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა რუმინეთთან მატჩისთვის
რუმინეთის რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეუჯენ აპიოკმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოსთან მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა და თბილისური თამაშის შესახებ კომენტარიც გააკეთა.
“ეს ძალიან რთული მატჩი იქნება. საქართველოს ძლიერი ნაკრები ჰყავს და თან შინ თამაშობს, თუმცა, შანსი ჩვენც გვექნება და ის უნდა გამოვიყენოთ”, - აღნიშნა რუმინელმა სპეციალისტმა.
ცნობისთვის, აპიოკის სიაში 33 მორაგბეა, რომელთაგან 22 შინაურ ჩემპიონატს წარმოადგენს, 11 კი ლეგიონერია. აღსანიშნავია, რომ ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ნაკრებს დაუბრუნდა გამოცდილი მესამეხაზელი ანდრე გორინი, თუმცა, არის დანაკლისიც.

საქართველოსთან პრინციპულ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს “სტეჟარის” ერთ-ერთი ლიდერი ტეილორ გონტინეაკი. გასულ ტურში მან რუენის მაისურით მასისთან 2 ლელო დადო, თუმცა, ტრავმაც მიიღო და იძულებითი უქმობა უწევს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუმინეთის სარაგბო ნაკრებთა მატჩი თბილისში ავჭალის სტადიონზე 5 მარტს არის დაგეგმილი და 16:00 საათზე დაიწყება. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ნახევარფინალში პორტუგალია და ესპანეთი ითამაშებენ.
ბორჯღალოსნებს რუმინეთთან ურთიერთშეხვედრების ყველაზე დიდი ისტორია აქვთ. 1998 წლიდან დღემდე მეტოქეებმა 26 მატჩი (12 შინ, 12 სტუმრად და 2 ნეიტრალურზე გვქონდა) გამართეს და 16 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, ერთხელ ფრე დაფიქსირდა, 9-ჯერ კი რუმინეთმა მოიგო. საქართველოს ნაკრების აქტივში 52 ლელო და 530 ქულაა, რუმინელებს კი 36 ლელო და 434 ქულა უგროვდებათ.
რუმინეთის რაგბის ნაკრები
პირველი ხაზი: სავინი, ბუტნარიუ (ორივე – სტიაუა), კაპატინა, ჩირიაკი (ორივე – ტიმიშოარა), კრეტუ (სტად ფრანსე, რუმინეთი), ბურტილა (ჰეირესი, საფრანგეთი), კოჟოკარუ (დინამო).
მეორე ხაზი: ანტონესკუ (ბურჟი, საფრანგეთი), იფტიმიციუკი (პერიგო, საფრანგეთი), როსუ (ბაია მარე), მოტოცი (ბიარიცი, საფრანგეთი), ვან ჰეერდენი (დინამო).
მესამე ხაზი: ჩირიკა, გორინი (ორივე – ჰეირესი, საფრანგეთი), ნეკულაუ (ტიმიშოარა), მაკოვეი (ბასინი, საფრანგეთი), სტრატილა (სტიაუა), სობოტა (დინამო).
ღერძი: ტიგლა, მურეშანი (ორივე – ბაია მარე), კონაჩე, რუპანუ (ორივე – ტიმიშოარა), მელინტე (ჰეირესი, საფრანგეთი), პოპა (სტიაუა), პოპი (დინამო).
გარემარბები: ონუცუ (ვიენი, საფრანგეთი), ფონოვაი, ილიუცა (ორივე – სტიაუა).
შუამარბები: ვაოვასა (სტიაუა), სეპტარი (ტულონი, საფრანგეთი), ტომანე (ბაია მარე).
ფულბეკები: სიმიონესკუ (ტიმიშოარა), პოპოაია (ბაია მარე).
კომენტარები