Thumbnail
  • კოკაი, იგივე ლევან ცაგურია სტუმრად ევროპოპის რუბრიკაში "უპასუხე თუ შეგიძლია"
  • პირველ ქართველ პროფესიონალ სუმოისტს სახალისო კითხვები დავუსვით

“უპასუხე თუ შეგიძლია” - ევროპოპის YouTube-არხზე ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რუბრიკაა, რომლის ვიდეოებს ყოველთვის ბევრი ნახვა აქვს. ეს რუბრიკა უკვე რამდენიმე საინტერესო და სახალისო ვიდეოს მოიცავს. სპორტსმენები და სპორტთან დაკავშირებული ცნობილი ადამიანები სპეციალურად მათთვის მოფიქრებულ სახალისო კითხვებს პასუხობენ.

ახლახან, ჩვენს არხზე "უპასუხე თუ შეგიძლიას" ახალი ეპიზოდი გამოქვეყნდა. სტუმარი ამჯერად პროფესიული სუმოს ქართველი პიონერი, ყველასათვის კარგად ნაცნობი კოკაი, იგივე ლევან ცაგურია გახლდათ. მოყვარული სუმოისტები საქართველოში კოკაიმდეც იყვნენ, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სპორტის ამ სახეობის მასობრივი პოპულარობა სწორედ კოკაის სახელს უკავშირდება.

რითი ჰგავს იაპონელი ქართველს? რატომ ყრიან ბრძოლის დაწყებამდე მარილს ჰაერში? რამდენად ხშირია სუმოში ნოკაუტი? ასაშორიუ, ჰაკუჰო, აკებონო - რომლის კარიერას აირჩევდა და რატომ? რომელ იოკოძუნასთან ბრძოლას ისურვებდა? კოკაი ამ და სხვა კითხვებს პასუხობს.

ნახეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები. დარწმუნებულები ვართ, რომ იხალისებთ. არ დაგავიწყდეთ ევროპოპის YouTube არხის გამოწერა, რომ არ გამოგრჩეთ ვიდეოები, რომლებიც ჩვენს არხზე დაიდება.

კომენტარები

ბოლო ამბები