Thumbnail
  • დინამო ბათუმმა საშა ბალიჩთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • 33 წლის მონტენეგროელი ბოლოს პოლონეთის ჩემპიონატში თამაშობდა

დინამო ბათუმმა 2023 წლის სეზონისთვის მე-10 ახალი ფეხბურთელი დაიმატა - გუნდში მონტენეგროელი საშა ბალიჩი ჩაირიცხა, რომელიც აქამდე პოლონეთის ეკსტრაკლასას კორონაში თამაშობდა. 

33 წლის ცენტრალური მცველი მონტენეგროს ნაკრების წევრია და ერთა ლიგის გასული სეზონის 4 შეხვედრაში გამოიძახეს. ბალიჩმა პროფესიონალური კარიერა ხორვატიულ ინტერ ზაპრეშიჩში დაიწყო, შემდეგ სხვადასხვა უკრაინულ, რუმინულ და ერთ ბოსნიურ კლუბის რიგებში თამაშობდა. 2017-2022 წლებში ზაგლებიე ლუიბინში გამოდიოდა და გასულ ზაფხულში კორონაში გადავიდა. პოლონეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მონტენეგროელმა 11 შეხვედრა ჩაატარა. 

საშა ბალიჩსა და დინამო ბათუმს შორის ხელშეკრულება 1 წლის ვადით გაფორმდა და ის კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონი ქობულეთის შუქურას დამარცხებით დაიწყო და მეორე ტურში ზეგ, 3 მარტს საბურთალოს ბათუმის ახალ სტადიონზე უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები