Thumbnail
  • ჰანოვერი 8:10 დინამო თბილისი
  • სეზონში პირველი და ლიგის ისტორიაში მე-6 გამარჯვება

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მე-9 ტურში დინამო თბილისმა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა, ჰანოვერი სტუმრად 10:8 დაამარცხა. არადა, საქართველოს ჩემპიონი პირველი ტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 4:8 მარცხდებოდა, მაგრამ ამის შემდეგ გერმანულ მეტოქეს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა. 

3-3 გოლი ბესარიონ ახვლედიანმა და სტეფან პიეშივაცმა გაიტანეს, ორი გოლი კი საბა ტყეშელაშვილის ანგარიშზეა. 1-9 ბალანსით დინამო კვლავ ბოლო ადგილზეა ჯგუფში, თუმცა ქულებით (3) ჰანოვერს დაეწია. 22 მარტს დინამო თბილისი რადნიჩკის უმასპინძლებს (2 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება). 

აღსანიშნავია, რომ დინამო თბილისი მეოთხე სეზონია, რაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. პირველ სეზონში გუნდმა შეძლო ერთი გამარჯვების მოპოვება (მარსელი), მეორეში ორი მატჩი მოიგო (ორივე იადრანთან), მესამეშიც - ორი (იადრანთან და ოლიმპიაკოსთან). ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში დინამო თბილისმა მე-6 გამარჯვება მოიპოვა. 

ჰანოვერი 8:10 დინამო თბილისი

დინამო თბილისი: რაზმაძე - ახვლედიანი (3), ძიხწიარენკა, ტყეშელაშვილი (2), ვლაჰოვიჩი, ჯახაია, სარიჩი, იმნაიშვილი (კაპ), მაგრაქველიძე (1), მალიშაუ (1), პიეშივაცი (3), გვეტაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები