Thumbnail
  • მილუოკი ბაქსმა და სანდრო მამუკელაშვილმა კონტრაქტი გაწყვიტეს
  • ქართველმა კალათბურთელმა ორ სეზონში 65 მატჩი ჩაატარა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი მილუოკი ბაქსში აღარ ითამაშებს. მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტეს და სანდრო უგუნდოდ დარჩა. ESPN-ის ჟურნალისტის, ადრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, მილუოკი სანდროს ახალი გუნდის პოვნაშიც ეხმარება.

სანდრო მამუკელაშვილი სეტონ ჰოლის უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდში თამაშობდა, რის შემდეგაც დრაფტიდან მილუოკი ბაქსის რიგებში მოხვდა და იქ ორ სეზონში 65 მატჩი ჩაატარა. მილუოკიში სანდროს შეზღუდული დრო ჰქონდა და მისი გათავისუფლების მთავარი მიზეზიც ეს იყო.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს სანდრო მამუკელაშვილი კარიერას. შეგახსენებთ, რომ ახლახან ინდიანა პეისერსმა გოგა ბითაძე გუნდიდან გაუშვა და ქართველმა ცენტრმა კლუბი მალევე იპოვა - ორლანდო მეჯიქს შეუერთდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები