Thumbnail
  • დიჟონის ფეხბურთელმა დანიელ კონგრიმ ზურიკო დავითაშვილი შეაქო
  • ის ფიქრობს, რომ ბორდოში ყველაზე გამორჩეული ქართველი შემტევია

ფრანგული დიჟონის ფეხბურთელმა დანიელ კონგრიმ ზურიკო დავითაშვილის შესახებ ძალიან დადებითად ისაუბრა.

37 წლის მცველს ჰკითხეს, თუ არის ბორდოს ფეხბურთელი, რომელმაც მასზე შთაბეჭდილება მოახდინა, როდესაც დიჟონი ჟირონდულ გუნდს დაუპირისპირდა. კონგრის ბევრი არ უფიქრია:

"დიახ, ზურიკო დავითაშვილი. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა თავისი აქტიურობით. ის ყოველთვის ბურთს ითხოვს, კარში ურტყამს, მუდამ გუნდის განკარგულებაშია და ფეხბურთს კარგად გრძნობს. ბორდოს შეტევაში დიდი პოტენციალი აქვს და ძალიან დაბალანსებული გუნდია", - თქვა კონგრიმ.

ზურიკო ბორდოში იჯარით თამაშობს

დანიელ კონგრი დიჟონში 2021 წლიდან თამაშობს, მანამდე კი 2005 წლიდან საფრანგეთის ლიგა 1-ში გამოდიოდა, სადაც ჯერ ტულუზას, ხოლო შემდეგ მონპელიეს რიგებში ასპარეზობდა.

ბორდო ლიგა 2-ში 25 ტურის შემდეგ 45 ქულით მე-2 ადგილზეა, უახლოეს მდევარ სოშოს კი მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-სა და საფრანგეთის თასზე მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ხოლო 2-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები